ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტი საჩხერეში გაიმართება(VIDEO)

ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტი საჩხერეში გაიმართება(VIDEO)

23 აგვისტოს, საჩხერეში, ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტი გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებითა და ვიდეორგოლით გაავრცელა.

„ჩემს ცხოვრებაში პირველ სოლო კონცერტს ჩემს მშობლიურ მიწაზე - საჩხერეში გავმართავ! დანარჩენ თარიღებს მალე გაცნობებთ. ტურნე - „გპირდები“ იწყება!!!“, - ამბობს ბერა ივანიშვილი.

კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: GDS TV  და  ტელეკომპანია „მეცხრე არხი“.