ნოდარ ჯავახიშვილი: თვენახევარში ეს ხელისუფლება წავა და მანამ როგორმე გავძლებთ

ნოდარ ჯავახიშვილი: თვენახევარში ეს ხელისუფლება წავა და მანამ როგორმე გავძლებთ

ბანკი „ქართუ“პრეზიდეტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ქართულ ოცნებაში" გადარიცხული თანხების გამო დაკისრებული ჯარიმები კიდევ ერთხელ გააპროტესტა და მის გადახდაზე უარი განაცხადა.  ამასთან დაკავშირებით ჯავახიშვილმა დღეს „ქართუ ჯგუფის" სააქტო დარბაზში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯავახიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს . რაც შეეხება იმას, რომ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მის უძრავ-მოძრავ ქონებას აუქციონზე გაიტანენ, ჯავახიშვილის თქმით, "თვენახევარი როგორმე გაძლებს".

"მას შემდეგ, როცა "ქართუ ბანკში" დროებითი მმართველობა შევიდა, მმართველებმა კომპენსაციის სახით 20 000 ლარი დამირიცხეს. სწორედ აღნიშნული თანხიდან 17 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე გადავრიცხე და ეს გადარიცხვა მხოლოდ მას შემდეგ განვახორციელე, როცა სამსახურში აღმადგინეს. ამ გადარიცხვით გამოვხატე პროტესტი ბანკის ირგვლივ არსებული სიტუაციის თაობაზე. ყველაზე აბსურდული კი ისაა, რომ წყარო დავადასტურეთ, მაგრამ აუდიტის სამსახურმა და სასამართლოებმა ეს მტკიცებულებად არ ჩაგვითვალეს. ასე რომც არ იყოს, მე თვეში ხელზე ხელფასის სახით 10 000 ლარს ვიღებ. თქვენ საქართველოში გეგულებათ კიდევ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაცAასეთი მაღალი ხელფასი ჰქონდეს? ამიტომ ბუნებრივია, თანხის წარმომავლობის დასაბუთება არ გამიჭირდებოდა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ თვენახევრის შემდეგ ეს ხელისუფლება შეიცვლება და აღნიშნა, რომ მანამდე გაძლებას როგორმე მოახერხებენ.

„არცერთი არ ვართ ისე, რომ თბილისში მეგობრები და ახლობლები არ გვყავდეს და თვენახევარი თავს როგორმე გავიტანთ", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.