ცნობილ კინორეჟისორ ჯეიმს კამერონსა და მის პარტნიორს ვინს ჰეისს ეკისრებათ ვალდებულება გადასაღები კომპლექსის “Fusion D”-ის შექმნაზე, რომელიც სურათი “ავატარის” გადაღებაზე გამოიყენეს.
საუბარია სრულიად ახალ მოდელზე სტერეოსკოპული პროგრამების შესაქმნელად და ტრანსლაციისათვის. სისტემის შემდგომი განვითარება ტელეკომპანიებს ხარჯებს შეუმცირებს და საქმეს გაუმარტივებს.
ტელევიზიების მესვეურნი არამარტო სრულყოფილი კომპლექსის მფლობელები გახდებიან, არამედ ბიზნეს-მოდელისაც, რომელიც ერთდროულად შექმნის 2D და 3D პროგრამებს.
“ბიზნეს-მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტერეოსკოპული და ჩვეულებრივი ტელეპროგრამების ტრანსლაციას ერთი და იგივე გუნდი და მობილური კომპლექსები ახორციელებენ” – განაცხადა ჯეიმს კამერონმა.
პარტნიორები თავიანთ ნამუშევრებს მიმდინარე წლის ოქტომბერში წარმოადგენენ ტელემწარმოებელთა ნაციონალურ კონფერენციაზე, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართება.