წიგნები ჰარი პოტერზე მოზარდებისთვის საუკეთესო ლიტერატურად აღიარეს(VIDEO)

წიგნები ჰარი პოტერზე მოზარდებისთვის საუკეთესო ლიტერატურად აღიარეს(VIDEO)

ამერიკული National Public Radio-ს გამოკითხვების მიხედვით, ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის რომანების სერია ჯადოსნურ ჰარი პოტერზე ასი საკეთესო წიგნის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ის საუკეთესო ლიტერატურად  დასახელდა.

მეორე ადგილი რეიტინგში დაიკავა ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინსის ცნობილმა ტრილოგიამ „შიმშლის თამაშები“. ლიდერთა სამეული იხურება ჰარპერ ლის კლასიკური ამერიკული ნაწარმოებით „კაჭკაჭის მკვლელობა“,  რომელსაც თითქმის ყველა ამერიკულ სკოლაში ასწავლიან.

ათეულში შევიდა ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“. ასევე, ჯერომ სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, რეი ბრედბერის „ფარენგეიტი 451“ და ავსტრალიელი მწერლის მარკუს ზუსაკის „წიგნის ქურდი“.

National Public Radio  არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც  900-მდე ამერიკულ რადიოსადგურს აერთიანებს.