10 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბოლნისის რაიონის, დაბა კაზრეთში გაიმართება „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილისა და ამავე პოლიტიკური გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დარეჯან ჩხეტიანი-ხვისტანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: კაზრეთში ოქროსმომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების მიერ გარემოსა და ადამიანები ჯანმრთელობისათვის კოლოსალური ზიანის მიყენების, ასევე ამ ორგანიზაციებთა დაკავშირებული სააკაშვილის ოჯახისა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების კორუფციული ინტერესების თაობაზე.
ბრიფინგი იმართება „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის რეგიონალური გასვლების სერიის ფარგლებში.
ჟურნალისტების გასვლა მოხდება „ქართული ოცნების“ ბოლნისის რაიონის ოფისიდან. ქალაქი ბოლნისი, დ. აღმაშენებლის 54
საკონტაქტო პირი:
ლაშა ჩხარტიშვილი
„ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის
ჯგუფის ხელმძღვანელი
593 941 942