ვანო მერაბიშვილი ზემო ნიქოზში საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს შეხვდა

ვანო მერაბიშვილი ზემო ნიქოზში საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, ზემო ნიქოზში საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს შეხვდა და საქართველოს სახელით მათ მადლობა გადაუხადა.

მერაბიშვილმა 2008 წლის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა  და აღნიშნა, რომ მათი ოჯახები ყოველთვის  სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე საგუშაგოზე მყოფი ჯარისკაცების საველე პირობებს გაეცნო.