ნინო ბურჯანაძე: ვიცოდი, რომ ეს ომი  ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი იქნებოდა

ნინო ბურჯანაძე: ვიცოდი, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი იქნებოდა

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბურჯანაძემ 4 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ახსოვს ყველა ის არგუმენტი, რომლითაც ცდილობდა უმაღლესი ხელისუფალი დაერწმუნებინა, რომ ამ ომის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.

„იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან კარგად მახსოვს ქვეყნის მდგომარეობა, ის შიში, რომელიც მე მქონდა მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს ომი კატასტროფის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.