პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს . ახალგაზრდებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ისინი მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ, რომ დააფასონ დაღუპული გმირები.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რათა მოვიხსენიოთ მათი სულები, დავაფასოთ მათი გმირობა და შემართება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და ვუთხრათ მათ ოჯახის წევრებს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სულები ყოველთვის მოიხსენიოს ქართველმა ხალხმა და მათმა შვილებმა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრონ“, - განაცხადა ზურაბიანმა.