ბაჩო ახალაია: შეიარაღებულ ძალებში კიდევ ათასობით ადამიანია, რომლებიც ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ

ბაჩო ახალაია: შეიარაღებულ ძალებში კიდევ ათასობით ადამიანია, რომლებიც ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ

შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ახალაიას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრების ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

„ჩვენ გვახსოვს ყველა ის ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ბრძოლაში დაეცა. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ დამსახურებას ქვეყნის წინაშე და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კიდევ ათასობით ადამიანია, რომლებიც მათ ნამოღვაწარს არ დაივიწყებენ და მათ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ“, - განაცხადა ახალაიამ.