"ლეიბორისტული პარტია“ რუსეთის ფედერაციაში ამერიკის საელჩოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე ვიზების თავისუფალი გაცემის ფაქტს გმობს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა,რომ საქართველოში მოქმედი რეჟიმის ხელში ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური ვეშაპის-რუსეთისა და ამერიკის სათარეშო კოლონიურ არეალად იქცა.
გუგავას განცხადებით, აღნიშნული იმპერიები არა მარტო ქართველთა სისხლის ხარჯზე იკმაყოფილებენ სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ, საქართველოს დასაშლელად გარიგებასაც ახერხებენ.
გუგავას თქმით, ამის მაგალითია რუსეთის ფედერაციაში ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე რუსული პასპორტებით ვიზების პრაქტიკულად თავისუფალი გაცემა. საფუძველად კი, თურმე სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციაა მითითებული.
„ჩვენ ვგმობთ ამგვარ პრეცენდენტს ,რომელიც ფაქტობრივად აკანონებს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოდან გამოყოფას და პროტესტს ვუცხადებთ შეერთებული შტატების მთავრობას“-განაცხადა გიორგი გუგავამ.
გუგავა,ასევე,,იხსენებს აგვისტოს ომის პერიოდს,როდესაც განსაცდელში ჩავარდნილ საქართველოს ამერიკა პამპერსებითა და წყლით დაეხმარა.