ლიტვაში საქართველოს მხარს უჭერენ

ლიტვაში საქართველოს მხარს უჭერენ

დღეს ლიტვაში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან ლიტველები შეიკრიბნენ და რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლის თავზე საპროტესტო აქცია-პიკეტი გამართეს.

აქციაში მონაწილეობას ათობით ჟურნალისტი და მოქალაქე იღებს, რომლებმაც საქართველოს რუსეთის აგრესიის წიანაღმდეგ მხარი დაუჭირეს.

ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა გიორგი ქერდიყოშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტველებს მხარდაჭერისთვის. „ლიტვის პოზიცია ოკუპაციის წლების მერეც არ შეცვლილა. აჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“,-აღნიშნა ქერდიყშვილმა.