Amnesty International: ალეპოში მძიმე ტექნიკას იყენებენ

Amnesty International: ალეპოში მძიმე ტექნიკას იყენებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია  Amnesty International შეშფოთებულია სირიის ქალაქ ალეპოში არსებული სიტუაციით. კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა დაადასტურა, რომ ქალაქში მიმდინარე ბრძოლების დროს მძიმე ტექნიკაა გამოყენებული. თანაც, ეს ტექნიკა საცხოვრებელ რაიონებში ფიქსირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვისთვის.

„ალეპოსა და მისი შემოგარენის სურათები ნათლად მიუთითებენ იმაზე, რომ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ბრძოლები ქალაქის საცხოვრებელ რაიონებში მიმდინარეობს“,-ნათქვამია Amnesty International-ის მოხსენებაში.