ირანი არ დაუშვებს სირიის „წინააღმდეგობის ღერძის“ გადატეხას

ირანი არ დაუშვებს სირიის „წინააღმდეგობის ღერძის“ გადატეხას

BBC-ის ინფორმაციით, ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საიდ ჯალილისა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეხვედრამ რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჯალილის განცხადებამ, როდესაც მან განაცხადა, რომ თეირანი არ დაუშვებს რეგიონალური კავშირის იმ „წინააღმდეგობის ღერძის“ გადატეხვას, რომლის შემადგენელი ნაწილიც გახლავთ სირია.

„სირიის კონფლიქტის მოგვარება კი მხოლოდ სირიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“,-განაცხადა ჯალილმა. 

ასადისა და ჯალილის შეხვედრა ტელევიზიით გადაიცა. რამდენიმე კვირიანი „კარანტინის“ შემდეგ, ეს ასადის პირველი გამოჩენა გახლდათ ტელევიზიაში.