ხელოვნების მუზეუმიდან მხოლოდ ზარზმის ღვთისმშობლის ხატს გადაიტანენ

ხელოვნების მუზეუმიდან მხოლოდ ზარზმის ღვთისმშობლის ხატს გადაიტანენ

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის გია მასრაგიშვილის განცხადებით, მუზეუმიდან მხოლოდ ზარზმის ღვთისმშობლის ხატის გადატანა გადაწყდა. რაც შეეძლება აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მას დაზიანებების გამო აღარ გადაიტანენ.

თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მასრაგიშვილისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ  ხატების გადატანაზე ბრძანება თავდაპირველად კულტურის მინისტრისგან მივიდა.

მუზეუმი უკვე დაიკეტა.  ხატების მუზეუმიდან გადატანას მუზეუმის თანამშრომლები და იქ შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ.