პარლამენტის შენობის წინ  დროშის დაშვების ცერემონიას ბაქრაძე და უმრავლესობის წევრები  დაესწრნენ

პარლამენტის შენობის წინ დროშის დაშვების ცერემონიას ბაქრაძე და უმრავლესობის წევრები დაესწრნენ

პარლამენტის შენობის წინ დღეს სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიას  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და უმრავლესობის წევრები  დაესწრნენ.

როგორც ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ამ ორი დღის განმავლობაში საქართველო იხსენებს იმ მძიმე პერიოდს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს გადაიტანა და პატივს მიაგებს დაღუპული მეომრების ხსოვნას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ასეთი რამ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ და მშვიდობა არის ყველაზე მთავარი ფაქტორი რაც ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილის თქმით, აგვისტოს ომი ყველაზე ტრაგიკული დღეებია საქართველოს ისტორიაში ისევე, როგორც 9 აპრილი.

როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლები თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს იმ განსაცდელისაგან, რომელიც საქართველოს ოკუპანტის მხრიდან დაატყდა თავს.

უმრავლესობის წევრის ხათუნა ოჩიაურის თქმი, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ დღეებში ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ აქტივობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.   

„ეს იმ მიზნით არის გაკეთებული, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუთხრათ, არის საკითხები, სადაც პოლიტიკური სხვადასხვაობა არ არსებობს. ეს საკითხებია თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა, ომში დაღუპულებისთვის პატივის მიგება. ეს ის დღეებია, როდესაც სწორი არ იქნებოდა აქტიურ ფაზაში ყოფილიყო საარჩევნო კამპანია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ჩვენი მთვარი პოლიტიკური ამოცანის წინაშე ეს არის ქვეყნის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.

პრეზიდენტის განკარგულებით, 7 და 8 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.