გროზნოს ტერაქტი ძმებმა გაკაევებმა მოაწყეს

გროზნოს ტერაქტი ძმებმა გაკაევებმა მოაწყეს

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, გროზნოში გუშინ განხორციელებული ტერაქტის ავტორები, სავარაუდოდ,  ცნობილია. კადიროვს მიაჩნია რომ ტერაქტის უკან ჩეჩენი ბოევიკები ძმები გაკაევები დგანან.

„მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ტერაქტის ავტორები ძმები მუსლიმ და ჰუსეინ გაკაევები არიან. მე ვთხოვე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩართონ ყველაზე გამოცდილი კადრები, რომ ისინი მოძებნონ, დააკავონ ან გაანეიტრალონ, თუ დაკავებისას წინააღმდეგობას გაწევენ“,-განაცხადა კადიროვმა.

გუშინ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთდროულად ორი აფეთქება განახორციელეს მკვლელმა ტერორისტებმა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, სამი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული.