ნიგერიის ქალაქ ოკენეს მახლობლად ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელები ეკლესიაში შეიჭრნენ და სროლა ატეხეს.
ქალაქის პოლიციის განცხადებით, დაღუპულია 15 ადამიანი. დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
ნიგერიის მასმედიის განცხადებით, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმებს სისტემატიურად აწარმოებდა დაჯგუფება „ბოკო ხარამი“, რომელიც იბრძვის ნიგერიის მთელ ტერიტორიაზე შარიათის კანონის დამკვიდრებისთვის.