ამერიკა Standard Chartered-ს ირანთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

ამერიკა Standard Chartered-ს ირანთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

ამერიკა ბრიტანულ ბანკს Standard Chartered-ს ირანთან თანამშრომლობასა და 250 მილიარდი დოლარის „გათეთრებაში“ ადანაშაულებს. „სწორედ მათი დახმარებით გახდა ამერიკის ფინანსური სისტემა ტერორტისტებისა და კორუფციული რეჟიმებისთვის ხელმისაწვდომი“,-აცხადებენ თეთრი სახლის წარმომადგენლები.

ამ განცხადების შემდეგ ბანკის აქციები საფონდო ბირჯაზე 7%-ით დაეცა. არ არის გამორიცხული ბანკი ამერიკის ლიცენზიას დაკარგავს.

ბანკის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ამერიკის წარდგენილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალი ვერაფერი დაადგინა. „ასე, რომ ამერიკის ბრალდებები უსაფუძვლოა’,-აცხადებენ ბანკის საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელები.