პარტიების საარჩევნო კამპანია შეჩერებულია

პარტიების საარჩევნო კამპანია შეჩერებულია

საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2 დღით, 7- 8 აგვისტოს,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა პატივსაცემად,  საარჩევნო კამპანია შეაჩერეს. ინიციატივა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. შესაბამისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოვიდა, თუმცა სხვა პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ რიცხვებში მათაც მასშტაბური ღონისძიება არ ჰქონიათ დაგეგმილი და თავიანთი საარჩვენო კამპანიის შეჩერება მანამდეც ჰქონდათ გადაწყვეტილი.