აშშ-ის საელჩოში  სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურები მარტივდება

აშშ-ის საელჩოში სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურები მარტივდება

აშშ-ის საელჩო სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურები მთელ მსოფლიოში იცვლება და 30 აგვისტოდან, საქართველოში  აშშ-ს საელოში ახალი პროცედურები დაიწყება.  

ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურეობის ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც მას უფრო ნაკლებ ხარჯიანს ხდის.

მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით (ამჟამინდელი მოსაკრებელი ვიზის კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული) ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს ამერიკის საელჩო შემდეგ მომსახურეობას სთავაზობს:

ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ნებისმიერ ფილიალში; სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, "ქოლ"-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებ-გვერდის საშუალებით; ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება; ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება; გასაუბრების შემდგომ, ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა.

გარდა ამისა, ვიზის მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება; განმცხადებელს ვიზის მოსაკრებლის გადახდა ხელახლა მოუწევს;

ცნობისათვის, დაგეგმილი ცვლილებები არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება დანიშნული აქვთ 2012 წლის 30 აგვისტოს შემდგომ. ისინი დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში და მათი განაცხადი ჩვეულებისამებრ განიხილება. მოქალაქეს, რომელიც გასაუბრების ელექტრონულად დანიშვნას ვერ ახერხებს, შეუძლია, გასაუბრების დანიშვნა "ქოლ"-ცენტრის (და არა საელჩოს) საშუალებით;

იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ არ დაუნიშნავთ გასაუბრება, საელჩო ურჩევს 30 აგვისტოს და ახალი ელექტრონული სისტემის ამოქმედებას დაელოდონ.

სავიზო განაცხადის შეტანის საფეხურები უცვლელია.