ჩინეთში 180 მილიონი დოლარის ფალსიფიცირებული მედიკამენტები ამოიღეს

ჩინეთში 180 მილიონი დოლარის ფალსიფიცირებული მედიკამენტები ამოიღეს

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის პოლიციამ წამლების ფალსიფიცირების სერიოზული კორუფციული საქმე გახსნა. დაპატიმრებულია 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყალბი მედიკამენტების დამზადებასა და გაყიდვაში არიან ბრალდებულნი.

ამოღებულ წამლებს შორის არის ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებიც კიბოსა და დიაბეტის მკურნალობისთვის არის განკუთვნილი. ამოღებული მედიკამენტების საბაზრო ფასი 180 მილიომ დოლარს შეადგენს.