მანანა კობახიძე: აჭარაში ძალიან ოპტიმისტური, გამარჯვების საწინდარი შეხვედრა იქნება

მანანა კობახიძე: აჭარაში ძალიან ოპტიმისტური, გამარჯვების საწინდარი შეხვედრა იქნება

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე დღეს,  ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“  აქციაზე ხალხმრავალ შეკრებას ელოდება და აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მობილიზება მათ აქტივობას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის.

„ერთი კვირის განმავლობაში,  ჩვენი ლიდერები და აქტივისტები ინტენსიურად დადიან აჭარის რეგიონში,  ცალკეული რაიონის სოფლებში  ხვდებიან მოსახლეობას და მას ჩვენს პროგრამას აცნობენ. ეს შეხვედრები რა თქმა უნდა, ღონისძიებისთვის მომზადებასაც ეძღვნება. დღეს, ბათუმში ხალხმრავალ შეკრებას ველოდებით და ეს აქცია რეგიონისთვის ძალზე ფართო მასშტაბიანი  იქნება. შესაბამისად, ბიძინა  ივანიშვილი,  როგორც წინა აქციებზე მოსახლეობას მიმართავს. აჭარაში ძალიან ოპტიმისტური, გამარჯვების საწინდარი შეხვედრა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ  მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ მიმართ,  აშკარად დადებითი განწყობაა.