თემურ კოხოძეს,  კახა და ბეჟან ბუცხრიკიძეებს, ბაქრაძე მაჟორიტარებად წარადგენს

თემურ კოხოძეს, კახა და ბეჟან ბუცხრიკიძეებს, ბაქრაძე მაჟორიტარებად წარადგენს

 პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალი კვირის დასაწყისში  ზესტაფონში, თერჯოლაში და ბაღდათში  ნაციონალური მოძრაობის სამ მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

 ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან ბუცხრიკიძე იქნება, თერჯოლაში -  კახა ბუცხრიკიძე, ხოლო ბაღდათში - თემურ კოხოძე.

ბეჟან ბუცხრიკიძე 4 მოწვევის პარლამენტის წევრია, ის მოქმედ დეპუტატებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაჟორიტარია.

ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ კოხოძეც მოქმედი დეპუტატია, ის დეპუტატობამდე თბილისის შპს "იკარუსის" დირექტორი, შემდეგ კი შპს "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი იყო.

რაც შეეხება თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატს კახა ბუცხრიკიძეს, ის ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.