დავით ქართველიშვილი: გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება

დავით ქართველიშვილი: გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება

პარტია ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიაში გამართულ პრაიდსა და 2025 წლის საახალწლო კონცერტის გაუქმება გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა - ახალი წელი ლგბტ-"გრინჩმა" მოჰპარა“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საახალწლო კონცერტის დაფინანსებაზე.

„2025 წლის 26 ივლისს გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი, დევიზით „Never silent again!“ („აღარასდროს გავჩუმდებით!“), რაც ასახავს ქვეყანაში მზარდ შეშფოთებას დისკრიმინაციისა და ანტი-ლგბტ თავდასხმების მატების გამო.

პრაიდი დაიწყო 12:00 საათზე Leipziger Straße-ზე, შემდეგ გაიარა Potsdamer Platz, Nollendorfplatz და Klingelhöferstraße და დასრულდა ბრანდენბურგის კარიბჭესთან, სადაც 16:00 საათზე გაიმართა დასკვნითი სიტყვით გამოსვლები და კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500,000 ადამიანმა, ხოლო ოფიციალური წყაროების თანახმად ქვეყნის მასშტაბით, ეს რიცხვი თითქმის მილიონს მიუახლოვდა.

სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, იმავე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება. თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა - ახალი წელი ლგბტ-"გრინჩმა" მოჰპარა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახალი წლის შოუს ორგანიზატორმა (Berlin feiert Silvester GmbH (BfS)) ღონისძიების გაუქმების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინის ხელისუფლებაც შოუსთვის დაფინანსებას არ გამოყოფს - რა დროს ახალი წელია, როდესაც უკრაინაში ომია. ხოლო პრაიდი - ეს ხომ "სულ სხვა ტაშია",- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

დოი ზელემაც პომპეზურად ჩაატარა და რას ღებულოს სამაგიეროდ?!...ომს,სიკვდილს,ნგრევას...ფუი,ასეთო მონური მორჩილების...
17 საათის უკან