შალვა პაპუაშვილი: დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველია და მეორე მხარეს - რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წინააღმდეგია

შალვა პაპუაშვილი: დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველია და მეორე მხარეს - რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წინააღმდეგია

დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის ქართული ოცნება“, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი და მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება არჩევნებში მათ [ოპოზიციის] მონაწილეობას, შანსი რა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ გამოდიან და მთავარი საარჩევნო დაპირება აქვთ, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ გარედან მიღებული მითითებებით. რადიკალური ოპოზიციის მთავარი საყვედური ხელისუფლების მიმართ არის, რომ არ ვუჯერებთ უცხოელებს და მთავარი დაპირებაც არის, რომ ისინი დაუჯერებენ უცხოელებს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს მართავენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილების და მითითების მიხედვით. ასეთ ადამიანებს ვინ უნდა მისცეს ხმა?!

როგორ შეიძლება მათ [ოპოზიციას] საერთოდ მანდატი ანდო ხალხმა, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ, 30 წელია ვაშენებთ ქვეყანას და მოდიან ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველობა უუნარობას ნიშნავს, არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დავუჯეროთ რასა იუკნევიჩიენეს და ბრიუსელის პრეს-სპიკერს?!. ამ დონეზე დაჰყავთ სისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა. დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის ქართული ოცნება“, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი და მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.