შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბაჩიაშვილს „თაღლითი“ და „მაქინატორი“ უწოდა.
„სასამართლოს მხრიდან დადასტურებულია, რომ ადამიანი არის თაღლითი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიისაკუთრა, შემდეგ მანქანა იყიდა, გადააკეთა, საბარგულში ჩაიმალა, ისე გადაკვეთა საზღვარი. ანუ, ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი, მგონი თავადაც არ უნდა უკვირდეს. მთელი საზოგადოება უყურებს, ხედავს ვინ არის ის პიროვნულადაც, თავისი ქცევითაც, თავისი დანაშაულებით. დანარჩენს სასამართლო დაადგენს“, - მიიჩნევს პაპუაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებას. ბაჩიაშვილმა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.