წიკლაური - საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას დაამარცხებს

წიკლაური - საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას დაამარცხებს

 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში „ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას დაამარცხებს“.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პუტინი დემოკრატი ლიდერი იქნება და საქართველომ საომარი მოქმედებები დაიწყო.

„ეს საკმარისია იმასათვის, რომ ამ ადამიანის რეტროგრადული აზროვნება და მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ნათელი იყოს“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, საქართველოს რამდენიმე კუთხეში იმყოფებოდა და ხალხის განწყობის მიხედვით ასკვნის, რომ  "რუსულ ოცნებას ქართველი ხალხი ყველა კუთხეში, მათ შორის საჩხერეშიც დაამარცხებს".