გიგა ბუკია ხელისუფლებას მის ანგარიშზე ას ოცი ათასი ლარის გადარიცხვას სთხოვს

გიგა ბუკია ხელისუფლებას მის ანგარიშზე ას ოცი ათასი ლარის გადარიცხვას სთხოვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრის, გიგა ბუკიას კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა. ბუკიას განცხადებით, იგი დაჯარიმებული იყო 190 000 ლარით, აუქციონიდან შემოსული თანხა კი 120 000 ლარით აღემატება ჯარიმის ოდენობას. ბუკია მოითხოვს ეს თანხა მის ანგარიშზე დაირიცხოს,  რის შემდეგაც ის და მისი ოჯახის წევრები მას „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შეიტანენ.

„აუქციონზე გაყიდული ქონების ფასმა  სამას ცამეტ ათას ლარი შეადგინა. სხვაობა თითქმის ას ოცი ათასი ლარია. მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში,  იმ ადამიანებს ვინც  ეს სიკეთე ჩემი ოჯახისა და საქართველოსთვის გააკეთა, მაგრამ მინდა ასევე ვთქვა, რომ დარჩენილი ას ოცი ათასი ლარი ხელისუფლება ვალდებულია  პირად ანგარიშზე გადმომირიცხონ.  მე ამ თანხას ოკახთან ერთად, პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შევიტან. ხელისუფლების მიზანი დავეჯარიმებინე უკანონოდ აღმოჩნდა პირუკუღმართი, რადგან  ვიყავი ერთი ადამიანი,  რომელსაც მქონდა შემოსავალი და შევწირე „ქართულ ოცნებას“ ახლა გავხდით ოთხი მე,  ჩემი შვილები და მეუღლე“, - განაცხადა ბუკიამ.

ცნობისთვის, გიგა ბუკია  პირველია, იმ თექვსმეტი ადამიანიდან,  რომლის ქონება  საჯარო აუქციონზე იქნა გატანილიდა და მისი ქონება  პირველი გაიყიდა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისთვის 17 ადამიანი დააჯარიმა. სასამართლოს ეს გადაწვეტილება 16 მათგანმა გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაოქ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდგომ,  „ქართული ოცნების“ შემომწირველების ქონება საჯარო აუქციონზე იყო გატანილი.  დანარჩენი ქონების აუქციონები 6 აგვისტოს დასრულდება.