ქართველი სპორტსმენთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სპორტსმენებზე ზეწოლის  უამრავი ფაქტი დაგროვდა

ქართველი სპორტსმენთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა

ხელისუფლების მხრიდან ქართველ სპორტსმენების ზეწოლასთან დაკავშირებით, ქართველმა სპორტსმენთა ნაწილმა დღეს საზოგადოებისადმი მამართვა გაავრცელეს. მიმართვა ჟურნალისტებს  უშანგი კუზანაშვილმა გააცნო.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა, თუმცა ისინი ოლიმპიადის წინ  ამ თემაზე საუბარს ვერიდებოდით, რადგან ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებს პრობლემები არ შექმნოდათ.

„ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში სწორედ ის სიტუაციაა, როგორიც მთელს საქართველოში. სპორტსმენებზე ზეწოლაა. სპორტსმენები სპორტულ მოღვაწეობაში ხელის შეშლის შიშით თავის პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებიან. ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე შევიკრიბებით და ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება თავისი ზონდერებით ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანერთისგან. ჩვენ ვართ სპორტსმენები და არა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები. მაგრამ, გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სპორტსმენებზე. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს; როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს“, - ნათქვამია მამართვაში.

მიმართვას ხელს აწრენ 2012 წლის ევროპის ჩემიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი; ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი, ძიუოდში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი; ძიუდოდში საქართველოს ნაკრების წევრი ბეთქილ შუკვანი.