ბაჩო კიკაბიძე: არ ვაპირებ არცერთ საკაბელოსთან მოთხოვნის წერილის გაგზავნას

ბაჩო კიკაბიძე: არ ვაპირებ არცერთ საკაბელოსთან მოთხოვნის წერილის გაგზავნას

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალი დირექტორი ბაჩო კიკაბიძე საკაბელო კომპანიებისთვის მაუწყებლობის მოთხოვნის წერილობითი შეტყობინების გაგზავანს არ აპირებს. კიკაბიძის განცხადებით,  საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საკაბელოები ვალდებულნი არიან ტელეკომპანიების სიგნალი  წერილის გარეშე ჩართონ.

 „ტელეკომპანია  „მაესტრო“  არ აპირებს  კანონს აცდეს. შესაბამისად,  კანონში არ წერია, რომ საკაბელოებს ხვეწნა-მუდარით  წერილები გავუგზავნოთ.   აქედან გამომდინარე,  არ ვაპირებ არცერთ საკაბელოსთან მოთხოვნის წერილის გაგზავნას. რაც შეეხება,  კახა ყურაშვილის დემაგოგობას,  პარამეტრებელი 114 საკაბელოს მე კი არ უნდა მივაწოდო, მათ თვითონ  უნდა აიღოს ჩვენი საიტიდან ან კეთილი ინებოს და მარეგულირებელმა თავის საიტზე დადოს. ეს ყველა საკაბელოს ხელმძღვანელმა და ინჟინერმა იცის. მოეშვან თვალთმაქცობას და კანონს დაემორჩილონ.  საარჩევნო კოდექსში  ჩაიხედონ და როგორც უნდათ ისე კი არა, როგორც წერია ისე წაიკითხონ“, - განაცხადა კიკაბიძემ.

კიკაბიძის განცხადებით, თუ ვინმე იტყვის, რა ვქნა „მაესტროს“ ჩემთვის წერილით არ მოუმართავსო,  ეს კანონდარღვევა  იქნება  და ისინი დაისჯებიან.

„იმიტომ რომ მათ კანონი ავალდებულებს წერილის გარეშე ჩართოს „მაესტროს“ სიგნალი“, - განაცხადა კიკაბიძემ.