ბრედ პიტის ოცნება

ბრედ პიტის ოცნება

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი თანამემამულე ჟურნალისტებს ესაუბრა და ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

 

ანჯელინა ჯოლის მეუღლეს სურს, რომ საკუთარი ქვეყანა და ეროვნება შექმნას. ვარსკვლავურ მსახიობურ წყვილს მრავალი შვილი ჰყავთ, ამას ემატება უთვალავი გადიები და პირადი მცველები. ბრედი ხუმრობს, რომ ბოლო დროს ისინი იმდენს მოგზაურობენ, რომ საკუთარი სახელმწიფოს გარეშე მათი ყოფნა უკვე შეუძლებელია.

 

“თავს მსოფლიო მოქალაქედ ვთვლი. ნამდვილად გვჭირდება საკუთარი ქვეყნის შექმნა. ჩვენ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მშვენიერი სახლები გვაქვს, ასე, რომ თავს ყველგან კარგად ვგრძნობთ.”

 

ბრედ პიტმა აღიარა, რომ ვეღარ წარმოუდგენია თავი ბავშვებისა და ოჯახის გარეშე.

 

“არ შემიძლია წარსულ ცხოვრებაში დაბრუნება, როცა ბავშვები არ მყავდა. ისინი ყველაფერს ცვლიან. აქ საქმე მარტო შენ არ გეღება. იყო მამა, ნიშნავს უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდას, და ამას ძალიან სერიოზულად ვუდგები. მინდა, რომ ჩემს შვილებს კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. როგორც მშობლები მასწავლიდნენ, ადამიანს ყველაფერი კარგი და ცუდიც, ოჯახისგან მოსდევს.”