„ახალი მემარჯვენეები“ სახელმწიფოსგან C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სრულად დაფინსებას მოითხოვს

„ახალი მემარჯვენეები“ სახელმწიფოსგან C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სრულად დაფინსებას მოითხოვს

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამის შექმნას ითხოვენ. ჯანდაცვაში არსებულ უმწვავეს პრობლემებსა და კონკრეტულად ისეთ მძიმე პათოლოგიაზე, როგორიც C ჰეპატიტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ამ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. უფრო მეტიც სადაზღვეო მომსახურების არცერთ პაკეტში არ შედის არამარტო ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და ანტივირუსული მკურნალობის ანაზღაურება, არამედ სხვა ჰეპატოტროპული მედიკამენეტების დაფინასებაც კი.

 შესაბამისად მემარჯვენეები ამ ეპიდემიასთან ეფექტურად საბრძოლველად მოითხოვენ: სახელმწიფომ სრულად დააფინასოს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, ბიუჯეტიდან ყოველწიურად დაფინანსდეს C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2 ათასი პაციენტის მკურნალობის ხარჯი, დაიწყოს ინტერფერონის გენერიკის წარმოება საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს C ჰეპატიტის მკურნალობას, დაუყოვნებლივ შეიქმნას და დაფინანსდეს ღვიძლის გადანერგვის სახელმწიფო პროგრამა და აუცილებელია დაწესდეს მკაცრი კონტროლი სტერილიზაციის წესების დაცვის ხარისხზე კლინიკებსა და ყველა დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტის დაინფიცირების მაღალი რისკია.

გამყრელიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა, 200 ათასს გადააჭარბა. დაავადებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა.

„ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. ჩვენ მივმართავთ მთავრობას და ჯანდაცვის  სამინისტროს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ხოლო ჩვენ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, ვაცხადებთ „SOS”-ს საქართველოში C ჰეპატიტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა სპეციალისტი და ექსპერტი, ვისაც კარგად ესმის ამ დაავადების მნიშვნელობა გვერდით დაგვიდგება და ჩვენ ამ ძალიან საშიშ დაავადებასთან შებრძოლებას ერთად მოვახერხებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადაზღვეო ინდუსტრია ამ პრობლემის მოგვარებას ვერ აწევს, ამიტომ ეს სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო პროგრამით არის გასაკეთებელი.