"თბილისის ჰელსინკის ჯგუფის"დაფუძნდა

პოლიტპატიმართა ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოში კიდევ ერთი ორგანიზაცია "თბილისის ჰელსინკის ჯგუფის"  შეიქმნა. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს ინტერპრესნიუსის ოფისში გაიმართა.

"თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ქეთი ბექაური უხელმძღვანელებს.ჯგუფის წევრები იქნებიან უფლებადამცველები და იურისტები: ნათია კორკოტაძე, ირმა ჭკადუა, ლალი აფციაური, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ზაზა დავითაია, ირინა ფუტკარაძე და ქეთევან კანდელაკი.

"ჰელსინკის ჯგუფები" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებენ და პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლით არიან დაკავებულნი. ამ დროისთვის "თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" პოლიტიკური პატიმრის სტატუსი 118 პირისთვის აქვს მინიჭებული.

ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა კომისიის" ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 2007 წლიდან, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საქმეების სწავლობს.