ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა, სახელგანთქმული “გლადიატორის” ვარსკვლავმა რასელ ქროუმ გაითვალისწინა რა ცოლის, დანიელა სპენსერის თხოვნა და ცოტა ხნის წინ უარი თქვა ეთამაშა ფილმში ავსტრალიური ბანდის “Bra Boys”-ის შესახებ.
დანიელას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მის ქმარს დამნაშავეთა ოჯახის ერთ-ერთი წევრის როლი უნდა შეესრულებინა, რომელიც ოცი წლის წინათ ავსტრალიის სამართალდამცავ ორგანოებს ებრძოდა.
რასელ ქროუმ ცოლი არ გაანაწყენა და უარი თქვა პროექტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო თავად ბანდის წევრების მიერ 2009 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი.