ჰერმან ვაბ რომპეი: რა გქვია შენ, საყვარელო?

ჰერმან ვაბ რომპეი: რა გქვია შენ, საყვარელო?

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ჰერმან ვაბ რომპეიმ სერიოზული დიპლომატიური შეცდომა დაუშვა.

 Daily Telegraph-ის ინფორმაციით, მას კოსოვოს პრეზიდენტის სახელი დაავიწყდა. გამოცემის ინფორმაციით, კონფერენციის დაწყების წინ რომპეი კოსოვოს პრეზიდენტ ანტიფეტე იახიაგესთან მივიდა და შეეკითხა: „რა გქვია შენ, საყვარელო?“ ამ დროს მიკროფონები ჩართული იყო და რომპეის ეს მიმართვა ჟურნალისტებმაც გაიგეს. პრეზიდენტმა იახიაგემ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დამარცვლით ორჯერ გაუმეორა თავისი გვარი.

რომპეის თანაშემწეები კი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა  კოსოვოს პრეზიდენტს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ წარმოითქმება თქვენი გვარი, ძვირფასო?“