ლატარეა: ყოველ კვირა 1000 დოლარი სიცოცხლის ბოლომდე

ლატარეა: ყოველ კვირა 1000 დოლარი სიცოცხლის ბოლომდე

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში მცხოვრებმა 18 წლის რობერტ სალომ უზრუნველი მომავალი მომენტალურ ლატარიაში „1000 დოლარი ყოველი კვირის ბოლოს სოცოცხლის ბოლომდე“ მოიგო.  ბიჭი  მოგებული თანხით განათლების მიღებასა და კერძო ბიზნესის წამოწყებას გეგმავს.

იღბლიანი ბილეთი სალომ ბენზინგასამართ სადგურზე, ორ დოლარად შეიძინა. „თვალებს ვერ ვუჯერებდი, ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ მანქანა გავაჩერე და შევეცადე გონს მოვსულიყავი“- ყვება ლატარეის იღბლიანი გამარჯვებული.

ამერიკული პრესის გამოთვლებით, თუ ბიჭი დაახლოებით, 80 წელი იცოცხლებს, ლატარეის კომპანიას მისთვის 3 მილიონი დოლარის გადახდა მოუევს.

სალო ამ ლატარიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია. ლატარეის ორგანიზატორების თქმით, ამ ლატარეაში გამარჯვების შანსი 8 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს.