ჰარი მარშალის ახალი პროექტი

ჰარი მარშალის ახალი პროექტი

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ჰარი მარშალი უახლოეს მომავალში ახალ სურათზე მუშაობას დაიწყებს.

 

“ლამაზი ქალის” ავტორის ამ პროექტის სახელწოდებაა “ახალი წლის წინადღე”. ფილმში მონაწილეობაზე დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ რობერტ დე ნირო, მიშელ პფაიფერი, ჰილარი სუონკი, აბიგაილ ბრესლინი და ეშტონ კატჩერი.

 

ამჯერად, ჰარი მარშალის გმირები ნიუ-იორკის მცხოვრებნი იქნებიან. ქალაქში, რომელსაც არასოდეს სძინავს, განსხვავებული ასაკის, ბედისა და ხასიათის ადამიანები სხვადასხვა განწყობით ხვდებიან ახალ წელს.

 

რობერტ დე ნიროს ხნიერი გმირი სიკვდილს ებრძვის საავადმყოფოში, მიშელ პფაიფერი მდივან ქალს თამაშობს, რომელსაც საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულება აქვს გადაწყვეტილი. ჰილარი სუონკს სახელგანთქმული საახალწლო შოუს პროდიუსერის როლი ერგო, ხოლო ეშტონ კატჩერის გმირს საერთოდ ეჯავრება ეს უწყინარი დღესასწაული.