სტიქიის გამო მთავრობის სხდომა თელავში გაიმართება

სტიქიის გამო მთავრობის სხდომა თელავში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი სტიქიისგან დაზარებულ რეგიონში, კახეთში ჩავიდა და დაზარალებული მოსახლეობა ადგილზე მოინახულა. მისი თქმით, ახლო მომავალში შეიქმნება სპეციალური შტაბი, რომელიც ზარალის შედეგების შეჯამებაზე იმსჯელებს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის სხდომაც დღეს თელავში გაიმართება. მთავრობის სხდომის გამართვა 11:00 საათზე დღეს მთავრობის კანცელარიაში იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა კახეთში მომხდარი სტიქიის გამო შეიცვალა და გადაწყდა, რომ ის თელავში გაიმართოს.

 მინისტრთა კაბინეტი თელავში 12:00 საათზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობა სტიქიისგან მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებს.