ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართვენ

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართვენ

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი დაესწრებიან.

ისინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან და მასთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. 

თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში.