„ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

„ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს. 

ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ორშაბათს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  12 რაიონში უკვე  დაასახელა. აქედან გურჯაანში - მანანა ბერიკაშილი; თელავში - გელა სამხარაული; ლენტეხში - გია გაზდელიანი; აბაშაში - ირაკლი საბულუა; სენაკში- გურამ ოდიშარია; ფოთში - ეკა ბესელია; ბათუმში - მურმან დუმბაძე; ქობულეთში - ფატი ხალვაში; ხელვაჩაურში - როსტომ ხალვაში; ქედაში - დავით ანანიძე; შუახევში - შოთა ზოიძე; ხულოში - ზია საგინაძე იყრიან კენჭს.