ანტიკრიზისული საბჭო მთავრობის კანცელარიაში ან პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდება

ანტიკრიზისული საბჭო მთავრობის კანცელარიაში ან პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდება

ანტიკრიზისული საბჭო მთავრობის კანცელარიაში ან პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდება.

ამჟამად ანტიკრიზისული საბჭო, რომელსაც დეპუტატი გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, პარლამენტის შენობაში, მეშვიდე სართულზეა განთავსებული.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის დაცლა დაიწყეს, ანტიკრიზისული საბჭოს აპარატის წევრებსაც გამოუცხადეს, რომ პირადი ნივთები გაიტანონ.

ანტიკრიზისული საბჭო 11 წევრისგან შედგება, საიდანაც 9 დეპუტატია. საბჭო, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2008 წლის ოქტომბერში შეიქმნა.

ანტიკრიზისულ საბჭოში 9 მოწვეული ექსპერტი მუშაობს.