უილ სმიტი ყველაზე გავლენიანია

უილ სმიტი ყველაზე გავლენიანია

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან მსახიობად უილ სმიტი დასახელდა. ეს რეიტინგი ჰოლივუდური კინოსტუდიების ხელმძღვანელების, აგენტებისა და პროდიუსერების გამოკითხვის შედეგად შეადგინა ჟურნალმა “ნიუსვიკმა”.

 

მსგავს რეიტინგებში თითქმის ყოველთვის ტომ ჰენქსი და ტომ კრუზი ლიდერობდნენ. ისინი ხანდახან წინ მელ გიბსონს უშვებდნენ.

 

მელ გიბსონს მთავარ როლებში უკვე იშვიათად იღებენ, ტომ კრუზი კარგად ნამდვილად აღარ გამოიყურება, ტომ ჰენქსს კი ასაკი მოემატა და ბოლო წლებში საუკეთესო მამაკაცების როლებისათვის შესაფერისი აღარ არის.

 

უილ სმიტს გავლენიანთა რეიტინგში ჯონი დეპი და ბენ სტილერი მოჰყვებიან.

 

მსახიობი ბრედ პიტი ამ ნუსხაში მეოთხე ადგილზე მოხვდა. ექსპერტების აზრით, ის ხშირად ისეთ როლებს ირჩევს, რომლებიც მის ხასიათსა და გარეგნობაში არ ჯდება.

 

გასაკვირია, რომ ამ ჩამონათვალში ბენ სტილერიც მოხვდა, რადგან ამერიკული იუმორი თარგმნისას ყოველთვის არ ნარჩუნდება.