შსს გუშინ „ქართულ ოცნების“ აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს გუშინ „ქართულ ოცნების“ აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ აქტივისტები კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოსწელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60000 ლარის ოდენობით; ამავე კანონითიკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ანშემოწირულების განხორციელება.

შსს-ს ცნობით, პოლიტიკურმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის "კანონიერი"სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით ფიზიკურპირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობასგანახორციელებდნენ.

„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები  მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს შსს იუწყება, რომ მათ გააჩNიათ დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა." კერძოდ უწყების ინფორმაციით გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის  ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით.

„გამოძიების ფარგლებში დაკავებულია მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში  ბრალი წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის.