ნაცმოძრაობის  შიდა კვლევები:  „ნაციონალური მოძრაობა“ 57%,  „ქართული ოცნება 31%

ნაცმოძრაობის შიდა კვლევები: „ნაციონალური მოძრაობა“ 57%, „ქართული ოცნება 31%

 ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებით საკუთარი შიდა კველევები გაასაჯაროვა. ამ კვლევის თანახმად, ნაცმოძრაობას არჩევნებში გამოკითხულთა 57% აძლევს ხმას. 

შიდა კვლევა ივნისის თვეში, ორგანიზაცია GREENBERG QUINLAN ROZNER–ის მიერ არის  ჩატარებული.

 შეკითხვა ასეთი ფორმულირებით დაისვა: მიუხედვად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“. პასუხები ასე გადანაწილდა: 57% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 31% - „ქართული ოცნება“, 4% - ქდმ, 1% - ლეიბორისტები. 5%-ს გამოკითხულთა ის ნაწილი შეადგენს, ვინც ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემს არჩევნებში ხმას და ვინც პასუხზე უარს აცხადებს.

 შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მმართველი პარტიის საარჩევნო რეიტინგი შემცირებულია. კერძოდ,  NDI-ის თებერვლის კვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეიტინგი 47% იყო, ივნისში კი ეს რეიტინგი 11%-ით შემცირდა.