საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არ გვყავს ოპოზიცია. ეს არ არის ოპოზიცია - ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობები. ეს არის უმეცარი ხალხი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რას უბრძანებენ, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან იმ სავარაუდო კონფიგურაციაზეც ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ოპოზიციას ექნება.
„აქ ნათელია - ამათმა პატრონებმა ასე დაყვეს - „ლელო“ და გახარია მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, დანარჩენები არ მიიღებენ. რისთვის არის ეს - ესენი რომ წააგებენ, ყველამ კარგად იცის, ამიტომ შეიქმნება სურათი, რომ ოპოზიციის ნაწილი წავიდა კონსტრუქციულად და მეორე ნაწილი მერე გააპროტესტებს „გაყალბებულ არჩევნებს“.
ეს ხომ ათასჯერ გავლილი სცენარია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 340 თანამშრომელი ჰყავს საქართველოში, აქედან 40 თუ არის დიპლომატი, დანარჩენი დაზვერვაა. ამ დაზვერვამ ისიც ვერ დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება საქართველოში ლიდერი, ლიდერი ვერ იქნება - ჩერგოლეიშვილი, ხაბეიშვილი, გახარია“, - განაცხადა ხაინდრავამ.