არნი ანიმაციით დაინტერესდა

არნი ანიმაციით დაინტერესდა

ცნობილი მსახიობი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი დიდ კინოს უბრუნდება. შვარცენეგერი შოუ-ბიზნესში ანიმაციური სურათი “გუბერნატორის” ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად ბრუნდება.

 

ამ მულტფილმში პოლიტიკა და კინო იქნება შერწყმული. მასში გამოყენებულია ელემენტები ფილმებიდან არნის მონაწილეობით “ტერმინატორი” და “მართლა სიცრუე”.

 

ამ ახალ ანიმაციურ სურათში ფიგურირებს ბოდიბილდინგი, გუბერნატორი, მსახიობის მეუღლე მარია შრაივერი და მათი ოთხი შვილი.

 

ამ კომიქსის პროექტზე მუშაობს “ადამიანი-ობობას” შემქმნელი სტენ ლი.

 

სურათი “გუბერნაატორის” დიდ ეკრანებზე გამოშვება 2012 წლის ზაფხულისათვის იგეგმება.