სერგეი ლავროვმა დასავლეთი „შანტაჟში“ დაადანაშაულა

სერგეი ლავროვმა დასავლეთი „შანტაჟში“ დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სირიით „აშანტაჟებს“.

„ჩვენდა სამწუხაროდ, იკვეთება შანტაჟის ელემენტები. ჩვენ გვეუბნებიან, თუ ჩვენ  არ მივცემთ თანხმობას გაეროს რეზოლუციას, მაშინ ჩვენ უარს ვიტყვით თქვენს წინადადებაზე, გაუგრძელდეს დამკვირვებლებს მანდატი. მოსკოვი ამას კონტრპროდუქტიულს უწოდებს, რადგან არ შეიძლება გაეროს დამკვირვებლების მანდატი მონეტაში გაიცვალოს. ჩვენ მტკიცედ ვიდგებით ჩვენს გადაწყვეტილებაზე სიირიაში დამკვირვებლების მანდატის გაგრძელებაზე“,-განაცხადა ლავროვმა.

სირიასთან დაკავშირებით, კოფი ანანის ახალი გეგმის მიღების სანაცვლოდ, რუსეთმა დასავლეთს სირიაში გაეროს დამკვირვებლების მანდატის სამი თვის ვადის  გაგრძელება შესთავაზა.