ჰილარი კლინტონს ეგვიპტეში პომიდვრები და ბოთლები დაუშინეს

ჰილარი კლინტონს ეგვიპტეში პომიდვრები და ბოთლები დაუშინეს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კორტეჟი ქალაქ ალექსანდრიაში პომიდვრებისა და ცარიელი ბოთლების სროლით გააცილეს.

ალექსანდრიაში ამერიკის საელჩოს წინ შეკრებილ ასობით ეგვიპტელს ადგილობრივი პოლიცია ძლივს აკავებდა.

Reuters-ის ინფორმაციით, კლინტონი ეგვიპტელებმა მონიკა ლევინსკის სახელის ძახილითაც გააცილეს, თუმცა არც სახელმწიფო მდივანი და არც მისი კორტეჟის რომელიმე წევრი არ დაშავებულა.