წიკლაური:  NDI–ის კვლევას სამთავრობო ცვლილებების პერიოდი რომ მოეცვა „ნაციონალურ მოძრაობას” უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა

წიკლაური: NDI–ის კვლევას სამთავრობო ცვლილებების პერიოდი რომ მოეცვა „ნაციონალურ მოძრაობას” უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაურის მოსაზრებით,  NDI -ის კვლევას სამთავრობო ცვლილებების პერიოდი რომ მოეცვა „ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

ჟურნალისტებთან კომენტარში წიკლაურმა განაცხადა, რომ

სამთავრობო ცვლილებები საზოგადოებამ პოზიტიურად აღიქვა. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილება ძალიან დინამიური იყო, ხოლო ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროგრამა უფრო მიზნობრივია.

შგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებები 30 ივნისს განხორციელდა. NDI– მ  კი კვლევა 4-22 ივნისს ჩატარა.