დავით გამყრელიძემ ქვემო ქართლის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დავით გამყრელიძემ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

 " ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

რუსთავში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი ნარგიზი  ტაბატაძე იქნება. "რუსთავში ჩვენი კანდიდატი ქალბატონი იქნება, რომელსაც  ქალაქში იცნობენ თავის საქმიანობით რუსთავის ტრადიციულ საწარმოებში, მცირე ბიზნესში, სპორტში,  თავის   ქველმოქმედებით, საზოგადოებრივი აქტიურობით", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

გარდაბანში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი  სოსო ივანაური იქნება,  რომელიც ამავე რაიონში მემარჯვენეების რაიონულ ორგანიზაციას 2002 წლიდან  ხელმძღვანელობს.

 ხოლო დმანისში - კარლო ნიკოლოზიანი.

დავით გამყრელიძის განცხადებით, კანდიდატების შერჩევისას  აქცენტი აღებული იყო გუნდის წევრებზე, პროფესიონალიზმზე,  ადგილობრივი პრობლემების ცოდნასა და მათი მოგვარების უნარზე.